Monthly Archives: October 2019

feeling

დილიდან ზღვას გავყურებ, ისეთი ნისლია ბუნდოვნად ვარჩევ ტალღებს, მხოლოდ ხმა ისმის მათი სრულ სიჩუმეში. ვფიქრობ ჩემს ორმოცდაორწლიან ცხოვრებაზე და გონებაში სრული სიჩუმეა, არავინ და არაფერი აღარ მირღვევს მყუდროებას, მივხვდი რომ ჩემს ტვინს უკან ყურება საერთოდ აღარ შეუძლია. სადღაც შორს თოლიების ხმა ისმის, ალბათ თოლიებია …არ ვიცი. საოცარია ცხოვრება, როგორც ყოველი ტალღა, რომელიც ნაპირს ეხეთქება , არასოდეს განმეორდება , ისე განუმეორებელია ყოველი წუთი მასში. რა მარტო ხარ ადამიანი ამ უსასრულობასთან და რა მშვენიერია ეს მარტოობა. მხოლოდ აქაა ნამდვილი სიცოცხლე, ნამდვილი შემოქმედება. ყოველო წამი უსასრულოდ დიდია და მასში თითქოს ახალი სიცოცხლე ფეთქდება..ეს მე ვარ ღმერთი….ეს მე ვარ სიცოცხლე….ეს მე ვარ მარადისობა….