აღმოსავლური და დასავლური თეოლოგიურ ფილოსოფიური აზროვნებათა მიმართებები (ნაწილი პირველი)

 wigni‘’ჭეშმარიტების   აღმოჩენა   შესაძლებელია  მხოლოდ  ურთიერთობების  სარკეში  და   საკუთარი   გონების   არსისგაგებისას. არაინტელექტუალური  ანალიზის, არამედ   საკუთარ   თავზე  დაკვირვების შედეგად. ეს  ის   ადგილია, სადაც  ვერ  მოხვდები  რაიმე ორგანიზაციის, კრედოს, დოგმის, სასულიეროპირის  ან  რიტუალის   დახმარებით, ვერც  ფილოსოფიური  ცოდნის ან ფსიქოლოგიური ტექნიკის   შედეგად.  ადამიანს, თავის  თავში  შექმნილი აქვს  რელიგიური, პოლიტიკური  თუ   პერსონალური  წარმოდგენები, როგორც  დამცავი  კედელი  და  მათი  გამოვლენა  ხდება  სიმბოლოების, იდეებისა  და  რწმენის   სახით. ასეთი   წარმოდგენებითაა  დამძიმებული  ადამიანის  აზროვნება, მისი  ურთიერთობები  და   ყოველდღიური   ცხოვრება. სწორედ   ეს  წარმოდგენებია   მიზეზი  ჩვენი  პრობლემების, ვინაიდან   ისინი   ყოფენ  ადამიანებს  ერთმანეთისგან. ცხოვრების  აღქმა  ხდება  გონებაში  უკვე  ჩამოყალიბებული  კონცეპტებით  და  ესაა   მთელი   არსი  ადამიანური  ცნობიერების, რაც   მთელი     კაცობრიობისათვის   ერთია. ინდივიდუალურობა  არის  სახელი, ფორმა  იმ   ზედაპირული   კულტურის, რაც  შექმნილია  ტრადიციებისა  და   გარესამყაროს   გავლენით. ადამიანის  უნიკალურობა  ამ   ზედაპირულობაში  კი  არაა, არამედ  ცნობიერების  არსისგან  სრულ   თავისუფლებაში.  

ჯ. კრიშნამურტი                                                                 

 

ყოფიერების  საზრისი  ამოკითხულ  უნდა  იქნას  მთელ  სამყაროში  მხოლოდ  ერთადერთი  ყოფიერიდან, ადამიანური  ყოფიერიდან.”

. ჰაიდეგერი.                  

 

ადამიანის  არსებობა  მუდმივად  თან   ატარებს  ადამიანად  ყოფნის  მთელ  სიმძიმეს. კონკრეტული  პიროვნებისა  თუ   ზოგადად  კაცობრიობის  ისტორიის  მაგალითზე  შეუძლებელია  ვერ  დაინახო  უწყვეტი  ჯაჭვი  ადამიანური  ტრაგედიისა. ადამიანის  სული  ისეთ  ქაოსს  მოუცავს  და  ისეთ  ღრმა  ლაბირინთშია  დაკარგული, რომ  თავის  დაღწევის  თითქმის  ყველა  მცდელობა  უნუგეშოდ  განწირული  ეჩვენება

ჩვენ  იმ  მგზავრების  მდგომარეობაში  ვიმყოფებით, წერდა  ფრანც  კაფკა, რომლებსაც  გრძელ  სარკინიგზოგ   ვირაბში   ავარია  შეემთხვათ, თანაც   ისეთ  ადგილზე, სადაც  უკვე  აღარ  ჩანს  საწყისი  სინათლე, ხოლო  შუქი  გვირაბის  ბოლოში  იმდენად  სუსტია, რომ  თვალი  ვერც  აღიქვამს, თვით  დასასრულისა  და  დასაწყისის  არსებობაშიც  კი  ეჭვი  გვეპარება”.

ფილოსოფიური   მსოფლმხედველობის   ჩამოყალიბების  პირველივე  პერიოდიდან  წარმოიშვა  მთავარი  ონტოლოგიური  პრობლემა, პრობლემა  ყოფიერთა  ყოფიერების  შესახებ, ანუ  ყოფიერების  არსისა  და  პირველსაწყისის  შესახებ. ყოფიერება, უპირველეს  ყოვლისა, ნიშნავს  ცნობიერების   ყოფიერებას, ამიტომაც  ადამიანური  ყოფიერების  კვლევა  სწორედ  ცნობიერების  კვლევით  უნდა  დავიწყოთ. ნებისმიერი  პრობლემის  ჩანასახი  ადამიანის  გონებაშია  და   არა  სადმე  სხვაგან. ყველაფრის  საწყისი  და  პირველმიზეზი  ისევ  და  ისევ  ადამიანის  ვიწრო  და  შეზღუდული  ცნობიერებაა, რომელსაც  თავისი  უვიცობით  თავად  შეჰყავს  თავი  გაურკვევლობის  ოკეანეში.

ფილოსოფოსთა  დიდი  ნაწილი  თვლის, რომ  თვითშემეცნება, ანუ  საკუთარი  თავის  შესწავლა  და  გაცნობიერება  უმაღლესი  მიზანია.  უმთავრესი  ამქვეყნად  სწორედ  იმის  გარკვევაა, თუ  ვინ    არის  ადამიანი  და  რა  ადგილი  უკავია  მას  სამყაროში, რა  არის არსი  და  მიზანი  მისი  არსებობისა

ფილოსოფია, წერდა  ნიცშე, არის  ნებაყოფლობითი  ცხოვრება  მყინვარებსა  და  მწვერვალებში, ყოველივე  უცხოსა  და  ამოუცნობის  ძიება  ყოფიერებაში, ყოველივე  იმის  ძიება, რაც  აქამდე  ზნეობის  მიერ  იდევნებოდა.

ადამიანი  მთლიანად  ატარებს  პასუხისმგებლობას  საკუთარ  ცხოვრებაზე  და  ამიტომაც  მართებს  მას  იცხოვროს  სრული  სერიოზულობით, არამექანიკურად, რასაც  ასე  მივეჩვიეთ  ყველა, სხვადასხვა  იდეებისა  თუ  იდეალების  დევნით, არამედ   საკუთარი  ფიქრებისა  და  ქმედებების  სრული  გააზრებით. დიდი  სოკრატე  ამბობდა: – სიცოცხლე  თვითგამოძიების   გარეშეოდნავაც  არ  იმსახურებს, რომ  სიცოცხლე  ერქვასო .

სოკრატეს  თვალსაზრისით, ცოდნა  არ  არის  თვითმიზანი, იგი  უნდა  ემსახურებოდეს ადამიანის  ზნეობრივ  ამაღლებას, რადგანაც  მიზანი  სწორედ  ზნეობაა. მისი  აზრით, თუ  ადამიანი  ბოროტად  მოქმედებს, ეს  ნიშნავს, რომ  იგი  მოქმედებ  სუგუნურად, რადგანაც  უგუნურება  ბოროტებაში  ვლინდება, ისევე, როგორც   გონიერება    ვლინდება   სათნოებაში. ყველა   ბოროტების სათავე  უვიცობაა, ამბობდა   იგი, სიკეთე  და  სათნოება, ისევე  როგორც  სიმამაცე, არის  ცოდნა, რადგანაც  მამაცობა  მხოლოდ  შეგნებული  მოქმედებაა, მაშასადამე  ის  არის  ზნეობრივი  თვისება, ისევე  როგორც  სამართლიანობა, თავდაჭერილბა  და  სხვა  სათნოებები.

სოკრატეს   აზრით, თუ  სათნოება  თვითშეგნებაა, მაშინ  უმაღლესი  მორალური  კანონი  იქნებაშეიცან  თავი  შენი”.

სოკრატემ  უდიდესი  გადატრიალება  მოახდინა  ანტიკური  ბერძნული  ფილოსოფიის  ისტორიაში, თუ  მანამდე  ფილოსოფიური  აზროვნება  მიმართული  იყო  ზოგადად  სამყაროს, ანუ  სამყაროს  მოვლენების  შესასწავლად, სოკრატემ  ფილოსოფიური  კკვლევა  მთლიანად  ადამიანზე  მიმართა, უფრო  ზუსტად, ადამიანის  შინაგან  სამყაროზე. “ადამიანო  შეიცან  თავი  შენიიქცა მისი  მსოფლმხედველობის  მთავარ  დევიზად და  ამით  ზღვარი  გაავლო  მანამდე  არსებულ  და  მის  შემდგომ  განვითარებულ  ფილოსოფიურ  სკოლებს  შორის

მან  ფილოსოფიური  აზროვნება  დააფუძვნა  ცნებით  აზროვნებაზე  და  ამით  გზა  გაუხსნა  რაციონალური   აზროვნების  წესს. სოკრატეს  გზა  გააგრძელა  პლატონმა, თავისი  ობიექტურიდეალისტური  სისტემით. პლატონის  მიხედვით, იდეათა  სამყარო  პირველმიზეზია  ნებისმიერი  ყოფიერისა, ნებისმიერი  ადამიანის  წინასწარგანმსაზღვრელი  მიზეზი, არის  მისი   შესაბამისი  იდეა, ანუ  ჯერ  არის  იდეა, შემდეგ  კი  პიროვნების  ფიზიკური  არსებობა. მას  მიაჩნდა, რომ  ცოდნა  თანდაყოლილია  და  მეხსიერების  იდეების  ცნებებში  მჟღავნდება. მაშასადამეიმ  დროიდან  მოყოლებული, გაჩნდა  ფილოსოფიური  აზროვნება  ადამიანისყოფის  შესახებ, რომ  ადამიანის  არსებობას  წინ  უსწრებს  რაღაც  იდეა, რაც  შემდგომ  ხილულად  ხორციელდება

ეს  ფილოსოფიურანთროპოლოგიური  კვლევის  ხაზი, ანტიკური  პერიოდიდან  მოყოლებულიე  ვროპულ  ფილოსოფიაში  მუდმივად  ჰპოვებდა  ასახვას, თუმცა  განვითარების  უმაღლეს  მწვერვალს  გერმანულ  კლასიკურ  იდეალიზმში  მიაღწია

გერმანულ  ფილოსოფიურ  აზროვნებაში, მეთვრამეტე  საუკუნის  ბოლოდან, ყალიბდება  იდეალისტური   დიალექტიკა. მის  დამკვიდრებას  იწყებს  კანტი, შემდეგ  აგრძელებს  ფიხტე, შელინგი  და  აგვირგვინებს  ჰეგელი. ფილოსოფიური  ხაზი  კანტიდან  ჰეგელამდე, როგორც  ცნობილი  ქართველი  ფილოსოფოსი, კოტე  ბაქრაძე  აღნიშნავს, არის  ხაზი  დიალექტიკური  მეთოდის  გამომუშავებისა, ანუ  როგორც  მას  უწოდებენ _ იდეალისტური  დიალექტიკის  დამკვიდრებისა.

ზოგადადდიალექტიკა, როგორც  ფილოსოფიური  შემეცნების  მეთოდი, პირველად  აღიარა  ჰერაკლიტემ, ხოლო  განავითარა  და  გააღრმავა  პლატონმა. პლატონს  დიალექტიკა  მიაჩნდა  კამათის, საუბრის  ხელოვნებად, სადაც  აზრთა  გაცვლაგამოცვლითა   და   გაგებაგააზრებით  მიიღწევაჭეშმარიტება. პლატონის   მოსაზრებით, მართალია  თვითონ  დიალოგი  ჭეშმარიტებას  არ  შეიცავს, მაგრამ  იგი  არის  გზა, მის  მისაღწევად

გერმანულ  კლასიკურ  იდეალიზმში, დიალექტიკის   გაგება  შეიცვალა  და  ჩამოყალიბდა  როგორც  მოძღვრება, რეალურ  მოვლენათა  ურთიერთკავშირისა  და  განვითარების  შესახებ. სწორედ  ასეთი  ტიპის  აზროვნება  დაიწყო  კანტმა, ხოლო  საბოლოო  სახე  მას  ჰეგელმა  მისცა. . ბაქრაძე  წერს: “ჰეგელმა  დაამთავრა  გერმანული  იდეალიზმის  განვითარების  ეპოქა, რამაც  შესაძლებელი  გახადა, კანტის, ფიხტესა  და  შელინგის  ფილოსოფიური  სისტემების  სწორი  გაგება.მისივე  თქმით, გერმანული  იდეალიზმის ფილოსოფია, არის  სუბიექტის  ფილოსოფია, რადგანაც, სუბიექტი  არ  არის  მხოლოდ  სუბიექტური, არამედ  იგი  სუბიექტურისა  და  ობიექტურის  ერთიანობაა, მათზე   მაღლა  დგას  და  სუბიექტი  იმავდროულად  ობიექტიცაა

კანტის  ტრასცენდენტალური  ფილოსოფიის  მთელი  შინაარსი, სუბიექტის  ცნებას  ემყარება. ფილოსოფიის  ამოსავალ  წერტილად  სუბიექტის, ანუ  ადამიანის  აღიარება, ახალი  სიტყვა  იყო  ფილოსოფიაში. ფიხტე  აგრძელებს  ამ  მიმართულებას  და  უფრო  უღრმავდება  სუბიექტის  ცნებას. მისთვის  ადამიანის  მოქმედება, არის  საკუთარი  თავის  შეცნობის  პროცესის  დასაწყისი, რითაც  იგი  მიისწრაფის  დაუბრუნდეს  საკუთარ  თავს. აქედან  გამომდინარე, ასკვნის, . ბაქრაძე, ცხადია, რომ  გერმანული  იდეალიზმი  სუბიექტურ  ფილოსოფიას  წარმოადგენს.  

კანტი, თავის  ტრანსცენდენტალურ  ფილოსოფიაში, არკვევს  შემეცნების  შესაძლებლობისპირობებს  და  საბოლოოდ  შემეცნების  მხოლოდ  იმ  ტიპს  განიხილავს, რომელიც  აფართოებს  ადამიანის  ცნობიერებას, ესააგრძნობიერება  და  განსჯა.

კანტი  ცდილობდა  ეპოვა  ზოგადი  საზომი, რითაც  შესაძლებელი  გახდებოდა  ადამიანური  განსჯის  ძირითად  სრტუქტურის  დახასიათება  და  ეს  სტრუქტურა  იქნებოდა  განსხვავებული  ყველა  სხვა  ტიპის  შემეცნებისგან. იგი  საბოლოოდ  მივიდა  იმ  დასკვნამდე, რომ  ასეთი  საზომი, თავად  ადამიანის  შემეცნებაშია, ადამიანის  გონების  სტრუქტურაში, სადაც  განსჯა, მკვეთრად  განარჩევს  საგანთა  სინამდვილესა  და  შესაძლებლობას. ხოლოად  ამიანს  ძალუძს  გაარჩიოსნამდვილიდაშესაძლებელი”, რადგანაც  სხვა  ცოცხალი  არსებები  გრძნობად  აღქმებში  არიან  ჩაკეტილნი  და  ინსტიქტებით  მოქმედებენ, ხოლო ზეადამიანური  ცნობიერებისთვის, ანუ  ღვთაებრივი  გონისთვის, სინამდვილე  და  შესაძ ლებლობა  ერთი  და  იგივეა

ბუნება   მისთვის  არის  კანონთა  სამყარო, ხოლო  კანონი  შექმნილია  ტრანსცენდენტალური  ცნობიერების  მიერ . შემეცნების  პროცესში, შემმეცნებელი, (ანუ  ადამიანი) მაღლდება  ტრანსცენდენტალურ   აზროვნებამდე  და  აღმოაჩენს, რომ  ემპირიული, რეალურად  არსებული  ბუნება, მისი  ცნობიერების  ტრანსცენდენტალურ  მომენტში, მისივე  შექმნილია  და  ამიტომ  მხოლოდტრანსცენდენტალურადაა  იდეალური.

ჭეშმარიტება  არის  შემეცნების   შესაბამისობა  მის  საგანთან _ განმარტავს  კანტი. შემეცნები  სპროცესში, ტრანსცენდენტალური  სუბიექტი, სინამდვილეს  შეიცნობს, ანუ  შეიცნობს  თავის  კანონზომიერებას, რაც  საბოლოოდ  ნიშნავს, საკუთარი  თავის  შეცნობას, ანუ  ადამიანი  დაუბრუნდება  თავისთავს, ამისათვის  კი  სუბიექტურისა  და  ობიექტურის  დაპირისპირება  გაქრება  სუბიექტის  მთლიანობაში, ანუ  ერთმთლიანობად  ქცეული  ადამინი, საბოლოოდ  მაღლდება  შინაგან (სუბიექტობიექტის) დუალიზმსა  და  დაპირისპირებაზე.

კანტის   მთელ  ფილოსოფიურ  სისტემაში, დომინირებს  მესამე  წევრი, რითიც  პირველი  ორისშ  ერიგება  ხდება, ანუ  დაპირისპირებული  წევრები, ერთმანეთს  მესამე  წევრის  დახმარებით  უკავშირდებიან. აპრიორული  ცნებები  თუ დაიყოფა  სინთეზური  მთლიანობის  მიხედვით: 1)პირობა, 2) განმაპირობებელიდა 3) ცნებარომელიც  იქნება  პირობისა  და  განმაპირობებელის  სინთეზიმაშინ  მესამე  წევრი  ანუ  ცნება, აქ  გვევლინება, როგორც  დაპირისპირებულ  მხარეთა  სინთეზი, ხოლო  სინთეზში  მოცემულია, როგორც  მრავალსახიანობა, ისე  მისი  სინთეზური  მთლიანობა.

გერმანული  იდეალისტური  მსოფლმხედველობის  მიხედვით, მთელისი  ნამდვილე, ღვთაებრიობის  გამოვლენას  წარმოადგენს, მისი  გამოვლენის  ფორმად  კი სუბიექტი   მიიჩნევა. სუბიექტში  არსებული  ტრანსცენდენტალურიმე”, შეიცნობს  იმას, რაც  მას  შემეცნებამდე  შეუქმნია, ანუ  ესაა  არაცნობიერი     მოქმედების  გაცნობიერება. კანტის აზრით, ბუნების  შეცნობით, ადამიანი  საბოლოოდ  თავისთავს  შეიცნობს, რადგანაც  ბუნება  სხვა  არაფერია, თუ  არა  ტრანსცენდენტალური  სუბიექტი  და  მის  შესაცნობად, ადამიანმა  საკუთარი  თავი  უნდა  შეიცნოს.

მაშასადამე, კანტის   ტრანსცენდენტალური  ცნობიერება  არის  სინთეზური  მთლიანობა, როგორც  მრავალ  სახიანობის, ისე  თავისი  თავის  მთლიანობა, ანუ  ზოგადად  ცნობიერება  ორი  ელემენტის  შემცველია, პირველი  ესაა  ცნობიერების  ანალიზური  მთლიანობა, ანუ  თავისთავთან  იგივეობა,  _ თვითცნობიერება, მეორე  კი  ცნობიერების  სინთეზური  მთლიანობა, რაც  გულისხმობს  დაპირისპირებულ (სუბექტი  და  ობიექტი) მხარეთა  მთლიანობას.

 

Leave a comment